რორშახის ტესტი
From Wikipedia, the free encyclopedia
რორშახის მელნის ლაქების ტესტი — ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც 1921 წელს შვეიცარელმა ფსიქოლოგმა ჰერმან რორშახმა შემოიღო. ტესტი 10 ბარათისაგან შედგება, რომლებიც წარმოადგენენ ბუნდოვან სტიმულებს სიმეტრიული მელნის ლაქების სახით. ტესტი მოიცავს როგორც შავ-თეთრ, ისე ფერად ბარათებს. ცდის პირებს მოეთხოვებათ დაასახელონ თუ რას ხედავენ ან რას ამსგავსებენ ბარათზე მოცემულ ლაქებს, ექსპერიმენტატორი კი ზედმიწევნით აფიქსირებს მათ პასუხებს, აღწერს პასუხის გასაცემად დახარჯულ დროს და იმას, თუ როგორ უჭირავთ რესპოდენტებს ბარათები. ამის შემდეგ კი ხდება გარკვეული დეტალების დაზუსტება. რორშახის ტესტის მეშვეობით ძირითადად ხდება ინდივიდუალური თავისებურებების, შემეცნებითი სტილის, შინაგანი და პიროვნებათშორისი კონფლიქტების და დაცვის მექანიზმების,შფოთვის დონის, ინტელექტუალური უნარების და ა.შ. დიაგნოსტირება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დასრულებული თეორია მელნის ლაქებთან დაკავშირებით, 1980-90 წლებში ჩატარებული არაერთი კვლევით დადასტურდა ამ ტესტის ვალიდობა და სანდოობა. გარდა ამისა, არსებობს გადამუშავებული და მოდიფიცირებული ვარიანტები, რომელიც ამავე პრინციპს ეფუძნება.
რორშახის ტესტის პასუხების 5 კატეგორია გამოიყოფა:
- ლოკალიზაცია
- დეტერმინანტები
- ფორმის დონე, ხარისხი
- შინაარსი
- ორიგინალურობა