რობერტ პილი
From Wikipedia, the free encyclopedia
სერ რობერტ პილი, მეორე ბარონეტი (დ. 5 თებერვალი, 1788 — გ. 2 ივლისი, 1850) — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1834-1835 და 1841-46 წლებში. პილის ყველაზე დიდ დამსახურებად დაკნინებული ტორების პარტიიდან თანამედროვე კონსერვატიული პარტიის და, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, პოლიციის კონცეპტის შექმნა ითვლება (პოლიციელებს ინგლისში მეტსახელად დღემდე ეძახიან "bobbies," რომელიც სახელი რობერტის შემოკლებული ფორმაა, ირლანდიაში კი პილერებს). 1846 წელს, რობერტ პილმა და მისი მომხრეების ფაქციამ კონსერვატიული პარტია დატოვეს და გარკვეული დროის განმავლობაში ინდივიდუალურ პოლიტიკურ ერთეულად - პილისტებად, მოღვაწეობდნენ. 1859 წელს, პილისტებმა რადიკალებთან და ვიგებთან შეერთების შედეგად ბრიტანეთის ლიბერალური პარტია ჩამოაყალიბეს, თუმცა ამ დროს რობერტ პილი უკვე გარდაცვლილი იყო.
სერ რობერტ პილი, ბარონეტი Sir Robert Peel, Baronet | |
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აგვისტო, 1841 – 29 ივნისი, 1846 | |
მონარქი | ვიქტორია |
წინამორბედი | ვისკონტი პალმერსტონი |
მემკვიდრე | ლორდი ჯონ რასელი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 დეკემბერი, 1834 – 8 აპრილი, 1835 | |
მონარქი | უილიამ IV |
წინამორბედი | უელინგტონის თავადი |
მემკვიდრე | ვისკონტი პალმერსტონი |
ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 დეკემბერი, 1834 – 8 აპრილი, 1835 | |
მონარქი | უილიამ IV |
წინამორბედი | ლორდი დენმანი |
მემკვიდრე | თომას სპრინგ რაისი |
დაბადებული | 5 თებერვალი, 1788 რამსბოტომი, ლანკაშირი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვლილი | 2 ივლისი, 1850 (62 წლის) უესტმინსტერი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
ეროვნება | ბრიტანელი |
პოლიტიკური პარტია | ტორების პარტია კონსერვატორი |
რელიგია | ანგლიკანი |
ხელმოწერა |