რობერტინები
From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტელთა ოჯახის სახელწოდება წარმოდგება საკუთარი სახელი რობერტისგან, რომელსაც ბევრი მისი წარმომადგენელი ატარებდა[1]. ამ ფრანკი დიდგვაროვნების ძალაუფლება განმტკიცებული იყო ნოისტრიაში. დინასტია ცნობილია არა იმდენად სამეფო მდგომარეობის არამდგრადობით, რამდენადაც „უნარით, უარი თქვან გვირგვინზე რათა განიმტკიცონ საკუთარი პოზიცია“[2] სამეფოში და მართონ ფაქტობრივად. ტახტზე ავიდა ოჯახის სამი წევრი: ედი, იგივე ოდონი 888 წელს, მისი ძმა რობერტ I 922 წელს და ამ უკანასკნელის შვილიშვილი ჰუგო კაპეტი 987 წელს. მისი შთამომავლები იწოდებიან კაპეტინგებად და უწყვეტად მეფობდნენ საფრანგეთში 987-დან 1792 წლამდე (805 წლის განმავლობაში). შემდეგ, 1815–1848 წლებში (33 წლის განმავლობაში). ასევე 888–1848 წლებში რობერტინების ოჯახი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ როლს თამაშობდა საფრანგეთში.