რილის შვიდი ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
რილის შვიდი ტბა (ბულგ. Седемте рилски езера) — მყინვარული ტბების ჯგუფი ბულგარეთში, რილის ქედის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2100–2500 მ სიმაღლეზე.
დამახასიათებელი თავისებურებების გამო შვიდივე ტბა საკუთარ სახელს ატარებს. რილის ტბათა ჯგუფში გაერთიანებულია სულ 7 პატარა ზომის ტბა, რომელთა შორისაა: სალზატა (ცრემლის ტბა), ოკოტო (თვალის ტბა), ბაბრეკა (თირკმლის ტბა), ბლიზნაკა (ტყუპის ტბა), ტრილისტნიკა (სამყურა ტბა), რიბნოტო (თევზის ტბა) და დოლნოტო (ქვედა ტბა).
ყველაზე მაღლა გაწოლილია ტბა სალზატა, რომელიც დიდი გამჭვირვალობით განირჩევა. შემდეგია ტბა ოკოტო, რომელსაც თითქმის იდეალური ოვალური ფორმა ახასიათებს. ოკოტო ბულგარეთის უღრმესი ცირკული ტბაა. ტბა ბაბრეკა ამ ჯგუფის ტბებს შორის ყველაზე ციცაბო ნაპირებით გამოირჩევა. ტბა ბლიზნაკა ამ ჯგუფის ტბებს შორის უდიდესია ზედაპირის ფართობით. ტბა ტრილისტნიკა ცნობილია უსწორმასწორო ფორმითა და დაბალი ნაპირებით. ტბა რიბნოტო ყველაზე მეჩხერია, ხოლო დოლნოტო ყველაზე დაბლა მდებარე ტბაა, რომელიც დასაბამს აძლევს მდინარე სტრუმას მარცხენა შენაკადს — ჯერმანს. ტბები იყინება.