რელიგიის თავისუფლება
From Wikipedia, the free encyclopedia
რელიგიის თავისუფლება ან რელიგიური თავისუფლება — პრინციპი, რომელიც მხარს უჭერს პიროვნების ან საზოგადოების თავისუფლებას წარმოაჩინოს/გამოხატოს საკუთარი რწმენა, დაიცვას, ასწავლოს, თაყვანისცეს საჯაროდ, ღიად თუ ინდივიდუალურად. რელიგიის თავისუფლება ასევე, მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას - [1] „უფლება არ აღიაროს ნებისმიერი რელიგია ან რწმენა“[2] ან „არ იყოს რომელიმე რელიგიის მიმდევარი“.[3]
მრავალი ადამიანი და ერების დიდი ნაწილი მიიჩნევენ და თვლიან, რომ რელიგიის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება.[4][5] ქვეყანაში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რელიგიაა გამოცხადებული, აპრობირებულია, რომ სახელმწიფო სხვა რელიგიის და რწმენის წარმომადგენლების თავისუფლებას არ ზღუდავს და არც დევნის მათ. რწმენის თავისუფლება განსხვავებული რამაა. ის აძლევს საშუალებას ინდივიდს, ჯგუფს ან რელიგიას დაიჯეროს/იწამოს ის, რაც სურთ, თუმცა ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ გამოიყენოს უფლება გამოხატოს თავისი რელიგია ან მრწამსი ღიად და გარეგნული ნიშნებით საზოგადოებაში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცენტრალური ასპექტია რელიგიის თავისუფლების უფლებაში.[6]