რაიდაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
რაიდაკი — სასაზღვრო მდინარე ბჰუტანში, ინდოეთსა და ბანგლადეშში, ბრაჰმაპუტრის შენაკადი.
სწრაფი ფაქტები რაიდაკი, ქვეყანა ...
რაიდაკი | |
---|---|
ქვეყანა | ბჰუტანი, ინდოეთი, ბანგლადეში |
სათავე | ჰიმალაები |
სიგრძე | 370 კმ |
რაიდაკი ვიკისაწყობში |
დახურვა
სათავეს იღებს ჰიმალაის მთებში, სადაც მის ზემო დინებას თიმფუ-ჩუს უწოდებენ. აქ მისი დინება სწრაფია და რიყის ქვებან კალაპოტში მიედინება. თიმფუსა და შენაკად პარო-ჩუს შორის მისი დინება მკაცრად შეზღუდული არაა, მაგრამ შემდეგ ის ვიწრო უფსკრულებს შორის მიედინება.
ბჰუტანის შემდეგ რაიდაკი ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატის ვაკეებზე მიედინება და ბანგლადეშის ტერიტორიაზე, კურიგამის რაიონში ერწყმის მდინარე ბრაჰმაპუტრას.[1][2][3][4]
მდინარის ძირითადი ნაწილის სიგრძე 370 კმ-ია, მაგრამ შენაკადებთან ერთად ეს მაჩვენებელი მხოლოდ ბჰუტანის ტერიტორიაზენ 610 კმ-ს აღწევს.[5]