ჟან შარდენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟან შარდენი (ფრანგ. Jean Chardin, დაბადებით ჟან-ბატისტ შარდენი, სერ ჯონ შარდენი; დ. 16 ნოემბერი, 1643, პარიზი ― გ. 5 იანვარი, 1713, ლონდონთან) — ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური. მისი ათ-ტომიანი კრებული „სერ ჯონ შარდენის მოგზაურობა“ სპარსეთსა და ახლო აღმოსავლეთზე ადრეული დასავლური კვლევების საუცხოო ნიმუშად ითვლება.