პურის ველის ბრძოლა (უნგრ. Kenyérmezei csata, რუმ. Bătălia de la Câmpul Pâinii) — ბრძოლა ოსმალეთის იმპერიისა და უნგრეთის სამეფოს ჯარებს შორის. გაიმართა 1479 წლის 13 ოქტომბერს. ბრძოლა გაიმართა ტრანსილვანიაში პურის ველზე, რომელიც მდებარეობს მდინარე მურეშის ნაპირებზე, ქალაქებს ორაშტიესა და სებეშს შორის.
სწრაფი ფაქტები პურის ველის ბრძოლა, თარიღი ...
პურის ველის ბრძოლა |
---|
ოსმალეთ-უნგრეთის ომების ნაწილი |
|
თარიღი |
13 ოქტომბერი, 1479 |
---|
მდებარეობა |
პურის ველი, ტრანსილვანია |
---|
შედეგი |
უნგრელების გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
პაველ კინიჟი |
ალი-ხოჯა-ბეი, ბასარაბ IV |
|
ძალები |
---|
15 000 |
20 000 ოსმალი, 2 000 ვლახი |
|
დანაკარგები |
---|
3 000 |
10 000-15 000 თურქი, 1 000 ვლახი |
|
პურის ველის ბრძოლა ვიკისაწყობში |
დახურვა
უნგრეთის ჯარების სათავეში იდგნენ: პაველ კინიჟი, იშტვან ბატორი, ვუკ ბრანკოვიჩი და ბასარაბ III. ოსმალეთის ჯარებს სარდლობდნენ ალი-ხოჯა და ბასარაბ IV.
9 ოქტომბერს ოსმალეთის არმია შეიჭრა ტრანსილვანიაში. გაძარცვა რამდენიმე სოფელი და სავაჭრო ქალაქი, ტყვედ ჩაიგდო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი. 13 ოქტომბერს პურის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. ოსმალეთის არმიაში 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი იყო, უნგრელების არმიაში კი 15 ათასამდე ჯარისკაცი ირიცხებოდა.
ბრძოლა უნგრელების გამარჯვებით დასრულდა. დამარცხებული ოსმალების გადარჩენილი ჯარისკაცები მთებში გაიქცნენ, სადაც მათი უმრავლესობა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაანადგურა. უნგრეთის არმიის დანაკლისი 3 000 ჯარისკაცი იყო, ხოლო ოსმალებმა დაკარგეს 15 000 ჯარისკაცი.