პროგრამირების ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
პროგრამირების ენა — ნიშნების ფორმალური სისტემა, რომელიც პროგრამების შესაქმნელად გამოიყენება. პროგრამირების ენას გააჩნია ლექსიკური, სემანტიკური და სინტაქსური წესები.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ენა. |
დღეისათვის არსებობს 2000–ზე მეტი პროგრამირების ენა და ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება. ზოგი ენა პოპულარობით სარგებლობს, ზოგსაც მხოლოდ ავტორები იყენებენ. პროფესიონალური პროგრამების შესაქმნელად შესაძლებელია რამდენიმე პროგრამირების ენის ერთდროული გამოყენებაც კი.
პროგრამირების ენების უდიდესი მრავალფეროვნება შეუძლებელს ხდის მათ კლასიფიკაციას რომელიმე ერთიანი შკალის მიხედვით. არ არსებობს ყველაზე კარგი პროგრამირების ენა ისევე, როგორც არ არსებობს ყველაზე კარგი ჩვეულებრივი სალაპარაკო ენა. პროგრამირების ენის არჩევა უნდა განისაზღვროს მისი მოსალოდნელი გამოყენების მიზნით.