პოსტსაბჭოთა სივრცე
From Wikipedia, the free encyclopedia
პოსტსაბჭოთა სივრცე, აგრეთვე ცნობილი როგორც ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკები — დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებმაც დატოვეს საბჭოთა კავშირი 1991 წელს მისი დაშლის დროს.
ტერმინი შემოტანილია ლიეტუველი ისტორიკოსის ალგის პრაზაუსკასის მიერ და პირველად გამოჩნდა სტატიაში „დსთ, როგორც პოსტკოლონიური არეალი“, გამოცემული 1992 წლის 7 თებერვალს „ნეზავისიმაია გაზეტაში“.