პორტუგალიის საგრაფო
From Wikipedia, the free encyclopedia
პორტუგალიის საგრაფო – სახელწოდება, რომელიც ორი ფეოდალური პერიოდის აღსანიშნავად გამოიყენება, რომელიც არსებობდა 868-1139 წწ. შორის პერიოდში თანამედროვე პორტუგალიის ტერიტორიაზე.
პორტუგალიის პირველი საგრაფო (პორტ. Condado de Portucale) – ფეოდალური გაერთიანება, რომელიც დააარსა ვიმარა პერეშმა რეკონკისტის დაწყების შემდეგ პირენეს ნახევარკუნძულის ნაწილზე 868 წელს. ნუნუ მენდეშის გარდაცვალების შემდეგ 1071 წელს, პორტუგალიის საგრაფო შეუერთდა გალისიის სამეფოს.
პორტუგალიის მეორე საგრაფო (პორტ. Condado Portucalense) - ფეოდალური გაერთიანება, რომელიც დაარსდა 1093 წელს ალფონსო VI კასტილიელის მიერ, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია აჩუქა თავის სიძეს რეკონკისტის აქტიურ მონაწილეს, ენრიკე ბურგუნდიელს[1]. მეორე საგრაფოს ტერიტორია მნიშვნელოვნად აღემატებოდა პირველი საგრაფოს ტერიტორიას.
1139 წელს პორტუგალიის საგრაფომ მიიღო დამოუკიდებლობა. დამოუკიდებელი პორტუგალიის პირველი მეფე გახდა ენრიკე ბურგუნდიელის შვილი აფონსუ I დიდი.