პოლ მაკ-კარტნი
ინგლისელი მუსიკოსი და კომპოზიტორი. / From Wikipedia, the free encyclopedia
სერ ჯეიმზ პოლ მაკ-კარტნი (Sir James Paul McCartney; დ. 18 ივნისი, 1942[1]) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი, მუსიკის სამეფო აკადემიისა და მუსიკის სამეფო კოლეჯის საპატიო წევრი, ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. ჯონ ლენონთან, ჯორჯ ჰარისონთან და რინგო სტართან ერთად მან სახელი გაითქვა ჯგუფ The Beatles-ით და ჩამოაყალიბა XX საუკუნის ერთ-ერთი განთქმული შემოქმედებითი პარტნიორობა. The Beatles-ის დაშლის შემდგომ მან დაიწყო სოლო კარიერა, მოგვიანებით კი ჩამოაყალიბა ჯგუფი Wings, რომელშიც შედიოდნენ მისი პირველი მეუღლე ლინდა ისტმენი და სიმღერების ავტორი/ვოკალისტი დენი ლეინი.
პოლ მაკ-კარტნი | |
---|---|
პოლ მაკ-კარტნი 2021 წელს | |
დაბადების სახელი | ჯეიმზ პოლ მაკ-კარტნი |
დაბადების თარიღი |
18 ივნისი, 1942 (1942-06-18) (81 წლის)[1] ლივერპული, ინგლისი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1957–დღემდე |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 5, მათ შორის ჰიზერი (ჰიზერ მილზის შვილი), მერი, სტელა, ჯეიმზ მაკ-კარტნი |
მშობლები |
მამა: ჯიმ მაკ-კარტნი დედა: მერი მაკ-კარტნი |
ნათესავები | მაიკ მაკგირი (ძმა) |
ჟანრ(ებ)ი | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები | |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები |
|
საიტი | paulmccartney.com |
მაკ-კარტნი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიერ აღწერილია, როგორც „ყველა დროის ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი და მუსიკოსი“, რომელსაც მიღებული აქვს ოქროს სტატუსის მქონე 60 დისკი და გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი და 100 მილიონზე მეტი სინგლი. ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში იგი ითვლება სიმღერების ყველაზე წარმატებულ ავტორად.[2] მის მიერ The Beatles-ისთვის დაწერილი სიმღერა „Yesterday“ 2.200-ზე მეტი შემსრულებლის მიერ იქნა ინტერპრეტირებული, რაც უფრო მეტია, ვიდრე ჩაწერილი მუსიკის ისტორიაში რომელიმე სხვა სიმღერის შემთხვევაში. Wings-ის 1977 წლის სიმღერა „Mull of Kintyre“, რომელიც ლეინთან ერთად დაიწერა, იყო ბრიტანეთის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი. მაკ-კარტნი არის 31-ზე მეტი ისეთი სიმღერის ავტორი ან თანაავტორი, რომელიც მოხვედრილა ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ პოზიციებზე. 2012 წლისათვის აშშ-ში პოლს RIAA-ს თანახმად გაყიდული აქვს 15.5 მილიონზე მეტი ალბომი.
მაკ-კარტნი არის კინო, კლასიკური და ელექტრონული მუსიკის ავტორი. სოლო-შემსრულებლის სახით გამოცემული აქვს სიმღერების დიდი კატალოგი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაობაში, რომლებიც გამოირჩევიან ცხოველთა უფლებების დაცვით, ვეგეტარიანელობის პროპაგანდით ან მუსიკალური განათლების სფეროთი. მაკ-კარტნი მონაწილეობდა სელაპებზე ნადირობისა და ფუგასების აკრძალვის კამპანიებში. იგი აგრეთვე მხარს უჭერდა ორგანიზაციის Make Poverty History მუშაობას.
პოლის კუთვნილი კომპანია MPL Communications ფლობს 25.000-ზე მეტ სიმღერაზე უფლებას - მაგალითად, ბადი ჰოლის მიერ დაწერილი სიმღერების ან მიუზიკლების. მაკ-კარტნი ითვლება ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პიროვნებად, რომლის შემოსავალი 2010 წლისათვის 475 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. იგი სამჯერ იყო დაქორწინებული და ხუთი შვილის მამაა.