პოლიდაქტილია
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლიდაქტილია ან პოლიდაქტილიზმი (ბერძ: polys − მრავალი, daktylos − თითი)[1] ასევე ცნობილი როგორც ჰიპერდატილია. ადამიანებსა და ცხოველებში თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ხელის ან ფეხის ზედმეტი თითით/თითებით გამოიხატება.[2] პოლიდაქტილია ოლიგოდაქტილიის საპირისპიროა, რომელიც ხელის ან ფეხის თითების ნაკლებობას აღნიშნავს.