პოინტერი (კომპიუტერული პროგრამირება)
From Wikipedia, the free encyclopedia
პოინტერი ინფორმატიკაში — მისამართის ტიპის ცვლადი. დაპროგრამების ენებში არსებული ცვლადები შენახულია ოპერატიულ მეხსიერებაში, პოინტერი კი მიუთითებს მისამართს ოპერატიულ მეხსიერებაში.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ზოგადად, პოინტერი არის ცვლადი, რომელსაც გააჩნია ოთხი მახასიათებელი: სახელი, მისამართი (ეს ორი აუცილებლად), აგრეთვე მნიშვნელობა და ირიბი მნიშვნელობა. ტიპი განსაზღვრავს თუ რა ტიპის მონაცემზე მიუთითებს ის. პოინტერს, რომელიც მეხსიერებაში float ტიპის რიცხვზე მიუთითებს „float ტიპის პოინტერი“ ეწოდება. პოინტერების ერთ-ერთ თავისებურებას ის წარმოადგენს, რომ ყველა ტიპის პოინტერი მეხსიერებაში, ჩვეულებრივ, 4 ბაიტს იკავებს.