პლოიეშტი
From Wikipedia, the free encyclopedia
პლოიეშტი (რუმ. Ploiești), ძველად ცნობილი იყო როგორც პლოეშტი (რუმ. Ploești) — რუმინეთის პრაჰოვის ჟუდეცის ქალაქი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პლოიეშტი Ploiești | |||||
| |||||
ქვეყანა | რუმინეთი | ||||
ჟუდეცი | პრაჰოვის ჟუდეციპრაჰოვის ჟუდეცი | ||||
კოორდინატები | 44°56′00″ ჩ. გ. 26°02′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ადრიან-ფლორინ დობრე [1] | ||||
დაარსდა | 1596 | ||||
ფართობი | 58.28 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 160 მ | ||||
მოსახლეობა | 233 663 კაცი (2016 [2]) | ||||
სიმჭიდროვე | 3 394 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
საფოსტო ინდექსი | 100xxx | ||||
ოფიციალური საიტი | ploiesti.ro | ||||
დახურვა
თანამედროვე ქალაქი ისტორიული რეგიონის კუნტენის ნაწილია და მდებარეობს ბუქარესტიდან 56 კილომეტრით ჩრდილოეთით. ქალაქის ფართობი დაახლოებით 60 კვადრატული კილომეტრია. ქალაქი მდებარეობს პრაჰოვას ხეობის მიმდებარედ, რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალპური ტურიზმის ობიექტთან.
პლოიეშტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც ბუქარესტს აკავშირებს ტრანსილვანიასა და მოლდავეთთან. 2011 წლის რუმინეთის აღწერის თანახმად, ქალაქ პლოიეშტში ცხოვრობდა 201 226 ადამიანი, რის მიხედვითაც ის რუმინეთის სიდიდით მე-9 ქალაქია.