პეტრე ჩაიკოვსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი (რუს. Пётр Ильич Чайкoвский; დ. 7 მაისი, 1840 — გ. 6 ნოემბერი, 1893) — რუსი კომპოზიტორი. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს რუს კომპოზიტორთა „ხუთეულის“ წევრი არ იყო, მისი მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული გახდა მისი გამორჩეულად რუსული ხასიათის, მდიდარი ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. თუმცა ამასთან მისი ნამუშევრები გაცილებით დასავლური იყო ვიდრე მისი სხვა რუსი თანამემამულეებისა, ვინაიდან ის ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით. ჩაიკოვსკის ნაწარმოებები აქვს შექმნილი მუსიკალური შემოქმედების ყველა ჟანრში.
სწრაფი ფაქტები პეტრე ჩაიკოვსკი, დაბადების თარიღი ...
პეტრე ჩაიკოვსკი | |
---|---|
პეტრე ჩაიკოვსკი, ნიკოლოზ კუზნეცოვის ნახატი (1893). | |
დაბადების თარიღი |
7 მაისი, 1840 ვოტკინსკი, რუსეთი |
გარდაცვალების თარიღი |
6 ნოემბერი, 1893 (53 წლის) პეტერბურგი, რუსეთი |
ხელმოწერა |
დახურვა