პაჩაკუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
პაჩაკუტი – კუსკოს სამეფოს მეცხრე საპა ინკა (1438-1472). კუსკოს სამეფო მან გარდაქმნა უზარმაზარ ინკების იმპერიად – ტაუანტინსუიუდ. ამჟამად ბევრი არქეოლოგი დარწმუნებულია, რომ ინკების დიდებული ქალაქი,მაჩუ-პიქჩუ სწორედ პაჩაკუტის მმართველობისას აშენდა.[1]
კეჩუას ენაზე pachakutiq ითარგმნება როგორც „ის, ვინც მსოფლიო შეცვალა“.[2] მართლაც, მისი მმართველობისას, კუსკო პატარა სოფლიდან გადაიზარდა დიდ იმპერიაში და უკან ჩამოიტოვა ჩიმუს კულტურა, რომელიც შემდეგ დაიპყრო და საბოლოოდ სამხრეთ ამერიკის ყველა იმდროინდელი ცივილიზაცია ინკების იმპერიაში მოაქცია.