პარმის მონარქთა სია
From Wikipedia, the free encyclopedia
პარმის მონარქთა სიაში წარმოდგენილია იმ ადამიანების სია, რომლებიც მართავდნენ პარმის საჰერცოგოს. წოდება არსებობდა 1545-1859 წლებში და მას ფლობდნენ ფარნეზეების, ბურბონების, ჰაბსბურგებისა და ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენლები. როგორც წესი, მასთან ერთად ისინი ატარებდნენ პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგის წოდებასაც. იტალიის გაერთიანების პირობებში საჰერცოგომ არსებობა შეწყვიტა და მასთან ერთად გაუქმდა წოდებაც, თუმცა პარმას დღემდე ჰყავს ნომინალური ჰერცოგები ბურბონთა დინასტიიდან.