ოურიკეს ბრძოლა — ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1139 წლის 25 ივლისს პორტუგალიის არმიასა (რომელსაც პრინცი აფონსუ I-ის მეთაურობდა) და ალმორავიდების არმიას (რომელსაც სათავეში ალი იბნ იუსუფი ედგა) შორის. ბრძოლის ზუსტი ადგილი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის გაიმართა პორტუგალიის სამხრეთით, ქალაქებს კაშტრუ-ვერდესა და ოურიკეს შორის. ბრძოლა დამთავრდა ქრისტიანების სასარგებლოდ, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ მუსლიმთა არმიას. გამარჯვების თანავე აფონსუ I-ის ჯარისკაცებმა ის პორტუგალიის მეფედ აირჩიეს. შემდეგ აფონსუმ ლამეგუში სამეფო ასამბლეა მოიწვია, სადაც დამოუკიდებლობის ნიშნად ბრაგანსის არქიეპისკოპოსისგან სამეფო გვირგვინი მიიღო. ამ დროიდან პორტუგალია აღარ ითვლება კასტილიის ფეოდალურ ნაწილად და ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო.
სწრაფი ფაქტები ოურიკეს ბრძოლა, თარიღი ...
დახურვა