ოსტეოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსტეოლოგია (ძვ. ბერძნ. ὀστέον „ოსტეო“ — ძვალი + ძვ. ბერძნ. λόγος „ლოგოს“ — სიტყვა, მოძღვრება) — ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ძვლების ფორმასა და სტრუქტურას. როგორც ანთროპოლოგიის ნაწილი, სწავლობს ჩონჩხის ცვლილების კანონზომიერებას ადამიანის სქესის, რასის და ასაკობრივ თვისებების გათვალისწინებით და მათ მორფოლოგიას.
ოსტეოლოგია გამოიყენება პალეონტოლოგიასა და ანთროპოლოგიაში ადამიანის ჩონჩხის ასაკის დასადგენად. ოსტეოლოგიის მნიშვნელობა გაიზარდა, მედიცინაში, დაზიანებული ძველბისა და სახსრების ქირურგიული მკურნალობის მეთთოდის გამოყენებასთან ერთად.
ოსტეოლოგია იყოფა:
- საერთო ოსტეოლოგია
- ნაწილობრივი ოსტეოლოგია
- შედარებითი ოსტეოლოგია
- ასაკობრივი ოსტეოლოგია
ოსტეოლოგია ისწავლება სინდესმოლოგიასთან ერთად.