ორიონის სარტყელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ორიონის სარტყელი, ასევე ცნობილია, როგორც სამი მეფე ან სამი და[1] — ასტერიზმი ორიონის თანავარსკვლავედში. იგი სამი კაშკაშა ვარსკვლავისაგან შედგება: Alnitak, Alnilam და Mintaka.
ორიონის სარტყელზე დაკვირვება ორიონის პოვნის უადვილესი გზაა. ვარსკვლავები მეტ-ნაკლებად თანაბრად არის განლაგებული სწორ ხაზზე და შეიძლება ვიზუალიზდეს, როგორც მონადირის ქამარი. ისინი საუკეთესოდ ღამის ცაზე ჩრდილოეთ ზამთრის/სამხრეთ ზაფხულის განმავლობაში ჩანს, კერძოდ, იანვარში, დაახლოებით დილის 9 საათზე.[2]