ორანის პრინცესა
From Wikipedia, the free encyclopedia
ორანის პრინცესა (ნიდერლ. Prinses van Oranje) ― ისტორიული ნიდერლანდული წოდება, რომელიც ენიჭებათ ორანის პრინცების მეუღლეებს. მას შემდეგ, რაც ნიდერლანდები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა, ორანის პრინცესამ შეიძინა უფრო მაღალი მნიშვნელობა და ენიჭებოდათ ტახტის მემკვიდრის მეუღლეებს. შეიძლება ითქვას, რომ იგი ბრიტანული უელსის პრინცესის, ესპანური ასტურიის პრინცესისა და ფრანგული დოფინის ნიდერლანდური ეკვივალენტია.