ოლიმპიადა ეპირელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლიმპიადა ეპირელი (ბერძ. Ὀλυμπιάς; დ. ძვ. წ. 375, ეპირი, ძველი საბერძნეთი — გ. ძვ. წ. 316, მაკედონია, ძველი საბერძნეთი) — ბერძენი პრინცესა, ეპირის მეფე ნეოპტოლემე I-ის ასული, ეპირის მეფე ალექსანდრე I-ის და, მაკედონიის მეფე ფილიპე II-ის მეოთხე ცოლი და ალექსანდრე მაკედონელის დედა. მას დიდი გავლენა ჰქონდა ვაჟზე, რის გამოც, ალექსანდრეს დაპყრობების პერიოდში იგი მაკედონიის დე ფაქტო მმართველად აღიარეს. ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა შვილიშვილმა ალექსანდრე IV-მ დაიკავა, თუმცა მისი მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სულ მალე ტახტს კასანდერი იპყრობს, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრები ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი დახოცა.
სწრაფი ფაქტები ოლიმპიადა ეპირელი, მაკედონიის დედოფალი ...
ოლიმპიადა ეპირელი | |
---|---|
მაკედონიის დედოფალი | |
მმართ. წლები: | ძვ. წ. 357 - ძვ. წ. 316 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 375 |
დაბ. ადგილი: | ეპირი, ძველი საბერძნეთი |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 316 (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | მაკედონია, ძველი საბერძნეთი |
მეუღლე: | ფილიპე II, მაკედონიის მეფე |
შვილები: |
ალექსანდრე მაკედონელი კლეოპატრა მაკედონელი |
დინასტია: | მოლოსოისები |
მამა: | ნეოპტოლემე I, ეპირის მეფე |
დედა: | უცნობია |
რელიგია: | ძველი ბერძნული |
დახურვა