ნჯამენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნჯამენა (ფრანგ. N’Djamena; არაბ. نجامينا) — ჩადის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2009 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 951 418 ადამიანს შეადგენს. ქალაქი ნჯამენა ასევე ქვეყნის 23 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთის — ნჯამენის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია და დაყოფილია 10 საქალაქო რაიონად. მდინარე შარის და მდინარე ლოგონის შესართავის სიახლოვეს აგებულია პორტი, რომელიც კამერუნის ქალაქ კუსერის მოპირდაპირედ მდებარეობს. ეს უკანასკნელი და ნჯამენა ერთმანეთთან ხიდითაა დაკავშირებული. მრეწველობის მთავარი დარგებია ხორცის, თევზისა და ბამბის წარმოება. მიუხედავად სამოქალაქო კონფლიქტებისა, ნჯამენა ჩადის ეკონომიკური აქტივობის ცენტრად რჩება.
სწრაფი ფაქტები დედაქალაქი, ქვეყანა ...
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
ნჯამენა ფრანგ. N’Djamena არაბ. نجامينا | |||
| |||
ქვეყანა | ჩადი | ||
კოორდინატები | 12°06′59″ ჩ. გ. 15°04′20″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1900 | ||
ადრეული სახელები | ფორტ-ლამი | ||
ფართობი | 100 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 298 მ | ||
მოსახლეობა | 951 418 კაცი (2009) | ||
სიმჭიდროვე | 9514,18 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 235 | ||
დახურვა