ნოვრუზი აზერბაიჯანში
From Wikipedia, the free encyclopedia
ნოვრუზ ბაირამი (დღესასწაული) (აზერ. Novruz bayramı - Novruz Bayram) ყოველწლიურად აღინიშნება აზერბაიჯანში ხუთი დღის განმავლობაში[1], 20 და 21 მარტის ჩათვლით, გაზაფხულის ბუნიობის დღეს.
ნოვრუზ ბაირამი | |
ასევე | ნოვრუზ ბაირამი |
---|---|
აღნიშნავენ | აზერბაიჯანელები |
თარიღი | 21 მარტი |
დაკავშირებულია | გაზაფხულის მოსვლასთან |
მომავალი წლის ნოვრუზის დასვენების დღეები განისაზღვრება და მოსახლეობას ეცნობა დეკემბერში. დღესასწაული აღინიშნება გაზაფხულის მოსვლის, ბუნების განახლების პატივსაცემად. ნოვრუზის აღნიშნვის დროს ხალხური ტრადიციისამებრ, კოცონს ანთებენ, ამზადებენ სხვადასხვა ეროვნულ ტკბილეულებს (შექერბურას, ბადამბურას, ფახლავას, გოღალს), ხონჩას რთავენ ტკბილეულებით, ჯეჯილს ახარებენ, მოხარშული კვერცხებს ღებავენ და ა.შ. 2010 წლის 23 თებერვალს, გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად გაერომ 21 მარტი ნოვრუზ ბაირამის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა[2].
დღემდე, ნოვრუზ ბაირამი რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დღესასწაულად[3]. 2009 წელს ნოვრუზი შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში [4].