ნობელის მშვიდობის პრემია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში — ერთ-ერთი ნობელის ხუთი პრემიიდან, რომელიც ჩამოყალიბებული იქნა შვედი ინდუსტრიალისტის, გამომგონებლის და იარაღების მწარმოებელი ალფრედ ნობელის მიერ, ქიმიის, მედიცინის და ფიზიოლოგიის, ფიზიკის, ლიტერატურასა და ეკონომიკის ნობელის პრემიებთან ერთად. 1901 წლის მარტის შემდეგ,[1] ის გაიცემა ყოველწლიურად (ზოგი გამონაკლისით) ადამიანებისათვის რომლებიც „შეიტანენ ყველაზე მეტ ან საუკეთესო წვლილს ერთა შორის ძმობის, არმიების შემცირების ან გაუქმების და სამშვიდობო კონფერენციების პოპულარიზაციისათვის“.[2]
ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში | |
ნობელის მშვიდობის პრემია | |
ჯილდო | გამორჩეული დამსახურებისათვის მშვიდობაში |
წარადგენს | ნობელის ნორვეგიული კომიტეტი, ალფრედ ნობელის სახელით |
ადგილმდებარეობა | ოსლო, ნორვეგია |
Nobelprize.org |
---|
ალფრედ ნობელის სურვილის მიხედვით, პრემიის ლაურეატი ირჩევა ხუთ წევრიანი ნობელის ნორვეგიული კომიტეტის მიერ, რომელსაც ნორვეგიის პარლამენტი ირჩევს. 1990 წლის შემდეგ პრემია გაიცემა ყოველი წლის 10 დეკემბერს ოსლოს მერიაში. პრემია ძველად ოსლოს უნივერსიტეტის იურიდიული ფალუკტეტის ატრიუმში (1947-1989 წლებში), ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტში (1905-1946 წლებში) და ნორვეგიის პარლამენტი სტორინგის შენობაში (1901-1904 წლებში).
მისი პოლიტიკური ბუნების დამსახურებით, ნობელის პრემია ხშირად იყო სკანდალების ნაწილი.