ნიკოლო ტომაზეო
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლო ტომაზეო (იტალ. Niccolò Tommaseo; დ. 9 ოქტომბერი, 1802, შიბენიკი, დალმაცია — გ. 1 მაისი, 1874, ფლორენცია) — იტალიელი ლინგვისტი, ჟურნალისტი, ესეისტი, მწერალი, ფილოლოგი. ჰქონდა მრავალი პოეტური კრებული: აღსარებები (1836), პოეტური მოგონებები (1838), ნაპერწკლები (1841) და სხვ. მისი ნაწარმოებებისათვის ნიშანდობლივია პატრიოტიზმი, რელიგიური მოტივები, მორალური სრულყოფის იდეები. ეს ნიშნები ახასიათებს მის რომანებსაც: ათენის ჰერცოგი (1837) და სილამაზე და რწმენა (1840). მასვე ეკუთვნის აგრეთვე ფილოლოგიური ნაშრომები, ლექსიკონები და სხვ.
სწრაფი ფაქტები ნიკოლო ტომაზეო, დაბადების თარიღი ...
ნიკოლო ტომაზეო | |
---|---|
იტალ. Niccolò Tommaseo | |
დაბადების თარიღი | 9 ოქტომბერი, 1802(1802-10-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | შიბენიკი[7] [5] |
გარდაცვალების თარიღი | 1 მაისი, 1874(1874-05-01)[1] [2] [3] [5] [6] (71 წლის) ან 30 აპრილი, 1874(1874-04-30)[8] (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ფლორენცია[7] [5] |
დასაფლავებულია | Settignano Cemetery |
საქმიანობა | ენათმეცნიერი[6] , ჟურნალისტი, მწერალი[9] [5] [6] [10] , პოლიტიკოსი, ისტორიკოსი და პოეტი[11] |
მოქალაქეობა | იტალიის სამეფო |
ალმა-მატერი | პადუის უნივერსიტეტი |
დახურვა