ნიკოლოზ ვავილოვი
რუსი მეცნიერ-ბოტანიკოსი, გენეტიკოსი, გეოგრაფი და აგრონომი / From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლოზ ვავილოვი (დ. 25 ნოემბერი [ძვ. სტ. 13 ნოემბერი], 1887, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 26 იანვარი, 1943, სარატოვი, სსრკ) — მეცნიერ-ბოტანიკოსი, გენეტიკოსი, გეოგრაფი და აგრონომი, საბჭოთა ბოტანიკის მცენარეთმცოდნეთა სკოლის ფუძემდებელი. მრავალი ნაშრომი მიუძღვნა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შესწავლას. მისმა ნაშრომებმა და იდეებმა საზღვარგარეთ ფართო აღიარება მოიპოვა, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს სამეფო საზოგადოებაში, რომლის წევრის სტატუსი მიიღო კიდეც. თავდაპირველად მისი ნაშრომები სტალინის საბჭოთა კავშირში დაიგმო, ის სახელმწიფოს მტრად გამოცხადდა და 1941 წლის ივლისში სიკვდილით დასჯა მიესაჯა. მოგვიანებით, მისი სასჯელი 20 წლით პატიმრობით ჩანაცვლდა, თუმცა 1943 წელს ციხის საკანში გაუსაძლის პირობებში დაიღუპა.[9] 1955 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ვავილოვს რეაბილიტაცია შეეხო. 1960-იან წლებში, ვავილოვი საჯარო განხილვის საგანი კიდევ ერთხელ გახდა და მისი რეპუტაცია გაუმჯობესდა.[10]
ნიკოლოზ ვავილოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 (25) ნოემბერი, 1887[1] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი[2] |
გარდ. თარიღი | 26 იანვარი, 1943(1943-01-26)[2] [3] [4] [5] [6] (55 წლის) |
გარდ. ადგილი | სარატოვი[2] |
დასაფლავებულია | სარატოვის ვოსკრესენსკოეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | ბოტანიკოსი[3] , ბიოლოგი[7] , მკვლევარი, გენეტიკოსი[3] , გეოგრაფი[3] და სამეცნიერო მუშაკი |
მუშაობის ადგილი | სოფლის მეურნეობის საკავშირო აკადემია, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება, რუსეთის მცენარეთა ინსტიტუტი და ვავილოვის სახელობის საერთო გენეტიკის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | რუსეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Q4304393? |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | E. I. Barulina |
მამა | Ivan Vavilov |
ჯილდოები | ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი, ლენინური პრემია და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[8] |