ნივთიერების მოხმარების აშლილობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნივთიერების მოხმარების აშლილობა — ნარკოტიკების (მათ შორის ალკოჰოლის) მუდმივი გამოყენება, საშინელი ზიანისა და არასასურველი შედეგების მიუხედავად.[1][2] ნივთიერებების მოხმარების აშლილობას ახასიათებს: ფსიქიკური, ემოციური, ფიზიკური და ქცევითი პრობლემების მთელი რიგი, როგორიცაა: ქრონიკული დანაშაულის გრძნობა, უუნარობა შეამციროს ან შეწყვიტოს ნივთიერების მოხმარება, განმეორებითი მცდელობების მიუხედავად, ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაში და სხვა.[1] ნარკოტიკების კლასები, რომელიც შედის ნივთიერების მოხმარების აშლილობაში, მოიცავს: ალკოჰოლს, კანაფს, ფენციკლიდინს და სხვა ჰალუცინოლოგებს, როგორიცაა: არიციკლოჰექსილამინები, ინჰალატორები, ოპიოიდები, სედატიური, ჰიპმოტიკური ან ანქსიოლიზური საშუალებები, სტიმულატორები, თამბაქო და სხვა.[1][3]
ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მე-5 გამოცემაში (2013), ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დიაგნოზები გაერთიანდა ნივთიერებების მოხმარების აშლილობების კატეგორიაში.[4][5] ნივთიერების მოხმარების დარღვევების სიმძიმე კვალიფიცირებულია, როგორც მსუბუქი, საშუალო ან მძიმე, იმის საფუძველზე, თუ რამდენი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია დაკმაყოფილებული. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია, მე-11 რევიზია, ყოფს ნივთიერების მოხმარების დარღვევას ორ კატეგორიად: (1) ნივთიერების გამოყენების მავნე ნიმუში, (2) ნივთიერების დამოკიდებულება ადამიანზე.
2017 წელს, დაფიქსირდა, რომ 271-მა მილიონმა ადამიანმა გამოიყენა არალეგალური ნარკოტიკები. 2016 წლის მონაცემებით, 237 მილიონ მამაკაცს და 46 მილიონ ქალს აქვს ალკოჰოლის მოხმარების აშლილობა.[6] 2017 წელს, არალეგალური ნივთიერებებისგან, ნივთიერების მოხმარების აშლილობამ 585,000 ადამიანი მოკლა. 2000 წლიდან 2015 წლამდე ნარკოტიკების მოხმარებით სიკვდილიანობის შემთხვევები, 60 პროცენტით გაიზარდა. 2016 წელს, ალკოჰოლის მოხმარებამ 3 მილიონი ადამიანი შეიწირა.