ნაურუს ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაურუს ისტორია — ნაურუს ისტორიის კოლონამდელი პერიოდის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი წერილობითი წყაროებისა (კუნძულზე მისიონერების გამოჩენამდე ნაურულ ენას დამწერლობაც არ ჰქონია) და არქეოლოგიური მონაცემების არ ქონის გამო. კოლონიური პერიოდი კი დაკავშირებულია ნაურუს მთავარ ბუნებრივ სიმდიდრესთან — ფოსფორიტებთან (ან ნაურუიტთან).
პირველი ევროპელი, რომელიც ნაურუს კუნძულს მიადგა იყო ბრიტანელი კაპიტანი ჯონ ფირნი, მან ის 1798 წლის 8 ნოემბერს გახსნა[1]. შედეგად ნაურუ ერთი მეორეს მიყოლებით სხვადასხვა კოლონიური სახელმწიფოს ტერიტორიად გვევლინება: 1888 წელს — გერმანიის, 1914 წელს — ავსტრალიის, 1942 წლიდან 1945მდე — იაპონიის, შემდეგ კვლავ ავტრალიის[2]. 1968 წელს კუნძულმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო 1999 წელს ნაურუს რესპუბლიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა[2].
1906 წლიდან კუნძულზე სხვადასხვა კოლონიებისა და კომერციული კომპანიების მიერ მუშავდებოდა ფოსფორიტი[2]. მცირე მიკრონეზიური ქვეყნისთვის ფოსფორიტი შემოსავლის ერთადერთი წყარო გახდა, მან უზრუნველყო ნაურუს მოსახლეობის ცხოვრება მაღალ დონეზე, რამდენიმე ათწლეული წლით[1], თუმცა 1990-იანებში მმართველობის არასტაბილურობამ და დაუფიქრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა დიდ ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა[2]. ვალუტის წყაროს გაფართოების მცდელობით, ნაურუს რესპუბლიკა მსხვილი ოფშორული ზონა გახდა[2]. ხორციელდებოდა ნაურული პასპორტების გაყიდვა[1]. მხოლოდ 2004 წლის დასაწყისში, ახალი მთავრობის მოსვლით, ქვეყანაში ეკონომიკამ განვითარება იწყო[3].