ნარათივატის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნარათივატის პროვინცია (ტაი: นราธิวาส) — ტაილანდის სამხრეთის პროვინციებიდან (ჩანგვატი) ერთ-ერთი. მეზობელი პროვინციებია (დასავლეთიდან საათის ისრის მიმართულებით) იალა და პატანი. სამხრეთით ესაზღვრება მალაიზიის შტატ კელანტანსა და პერაკს. ნარათივატი ოთხი პროვინციიდან ერთ-ერთია რომელიც მალაიზიას ესაზღვრება.[1] სწორედ აქ სრულდება ტაილანდის სამხრეთ ნაწილის სარკინიგზო ხაზი. პროვინციაში კულტურული მრავალფეროვნებაა და ასევე არის დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსები. ნარათივატი ბანგკოკიდან სამხრეთით 1,140 კილომეტრში მდებარეობს და მისი ფართობი 4,475 კმ 2-ია (1,728 კვ.მ.). ტერიტორიის სამოცდათხუთმეტი პროცენტი ჯუნგლებითა და მთებითაა დაფარული, შესაბამისად ამ პროვინციას ტროპიკული კლიმატი აქვს.
სწრაფი ფაქტები პროვინცია, ქვეყანა ...
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ნარათივატის პროვინცია | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Narathiwat | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Narathiwat, Tak Bai, Bacho, Yi-ngo, Ra-ngae, Rueso, Si Sakhon, Waeng, Sukhirin, Su-ngai Kolok, Su-ngai Padi, Chanae და Cho-airong | ||||
კოორდინატები | 6°25′44″ ჩ. გ. 101°49′26″ ა. გ. | ||||
ფართობი | 4 475 კმ² | ||||
მოსახლეობა | 802 474 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 179 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | 073 | ||||
საფოსტო ინდექსი | 96 | ||||
ოფიციალური საიტი | narathiwat.go.th | ||||
დახურვა