ნაისის ბრძოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაისის ბრძოლა - ბრძოლა რომაელებსა და გუთებს შორის 268 წლის სექტემბერში. ბრძოლის მიზეზი გახდა გუთების მასიური შეჭრა რომის იმპერიის ტერიტორიაზე 267 წლის ბოლოსთვის. გუთებმა ააოხრეს რომის პროვინცია პანონია. რომის იმპერატორმა, კლავდიუს II-მ (მარკუს ავრელიუს ფლავიუს კლავდიუს გოთიკელი 268-270) თავის ერთგულ სარდალთან და მომავალში რომის იმპერატორთან, ავრელიანესთან ერთად ლეგიონები დაძრენ გუთებისკენ. ბრძოლა ქალაქ ნაისასთან გაიმართა და რომაელთა გამარჯვებით დასრულდა. გოთების დანაკარგი დაახლოებით 30-დან 50 ათასამდე იყო.