მცენარეების დაცვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ყველა სხვა ცოცხალი არსების მსგავსად, მცენარეები ცხოვრობენ პოტენციურად მტრულ გარემოში. თესლის გაღივების მომენტიდან ისინი იწყებენ ბრძოლას სხვა მცენარეებთან ადგილის, სინათლის, წყლისა და მინერალური ნივთიერებებისთვის. ბაქტერიები, პარაზიტული სოკოები, მწერები, ნემატოდები და სხვა პათოგენები და მავნებლები თავს ესხმიან ახალგაზრდა, სუსტ აღმონაცენებს. როდესაც მცენარეები წამოიზრდებიან, ასეთ მტრებს კიდევ ემატებათ მცენარეებით მკვებავი ყოველგვარი ცხოველები. გადარჩენისა და სასიცოცხლო ციკლის დასრულების შესაძლებლობისთვის, მცენარეებს ევოლუციის პროცესში უნდა აღეჭურვათ თავი სხვადასხვა დამცავი მექანიზმებით, რომლებიც საშუალებას მისცემდა მათ პათოგენებისა და მავნებლებისგან თავის დაღწევას, ან მათ დაფრთხობას. უდავოა, ველურ ფორმებს ამაში მოწინავე ადგილი აქვთ, ხოლო კულტურულ მცენარეებს, რომლებიც გამოყვანილია ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, ასეთი დამცავი მექანიზმები ხშირად არ გააჩნიათ, ადამიანი კი მათ დაცვას საკუთარ თავზე იღებს. ამ მიზნით ის იყენებს სხვადასხვა მეთოდს, რომელიც მცენარეებს გადარჩენასა და სიმწიფის მიღწევამდე ეხმარება: ამ საქმეში მთავარ როლს თამაშობს სხვადასხვა ქიმიური პრეპარატი.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მცენარეების დაცვა}} |
მცენარეებს გააჩნიათ სხვადასხვაგვარი სტრუქტურული და ფიზიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც მათ საშუალებს აძლევს წინააღმდეგობა გაუწიონ არახელსაყრელ ზეგავლენებს, მაგალითად ძალიან მაღალ ან ძალიან დაბალ ტემპერატურებს ან ხანგრძლივ გვალვას. პოტენციური მავნებლებისა და დაავადებებისაგან თავის დასაცავად უმოძრავო მწვანე მცენარეს ესაჭიროება ყველანაირი მოწყობილობა - სტრუქტურული, ფიზიკური თუ ქიმიური. ეკლები და მსუსხავი ბუსუსები საიმედოდ იცავენ მცენარეებს მსხვილი ცხოველებისაგან, მაგრამ ისინი არ გააჩნია ყველა სახის მცენარეს, და რა თქმა უნდა, ისინი ვერ იცავენ მცენარეს ისეთი პატარა მავნებლებისაგან, როგორიცაა მწერები. თითქმის ყველა მცენარეში მტრებისგან თავის დასაცავად ყველაზე მთავარი იარაღი თავდაცვის ქიმიური სისტემაა, რომელშიც შედის ათასობით სხვადასხვა ნაერთი. სასიცოცხლო პროცესებისთვის მცენარეს ესაჭიროება მათი მცირე რაოდენობა, დანარჩენი კი შეადგენენ იმ არსენალს, რომლის მეშვეობითაც მცენარეები თავს იცავენ პოტენციური პათოგენებისა და მავნებლებისაგან. განვიხილოთ მცენარის თავდაცვის რამდენიმე მექანიზმი უფრო დეტალურად.