მტაცებელი ფრინველები
From Wikipedia, the free encyclopedia
ტერმინი - მტაცებელი ფრინველი, ხშირად იხმარება შევარდნისნაირთა რიგის წარმომადგენლებთან. აღნიშნული რიგი სამასამდე სახეობას შეიცავს, მათ შორის არწივს, ქორს, კაკაჩას და შევარდენს. თუმცა ყველა მონადირე ფრინველი არ არის მტაცებელი. მაგალითად, ბუს ყველაზე მახვილი თვალი და არწივის მსგავსი, ბასრი ბრჭყალები აქვს, თუმცა მას მტაცებლად არ თვლიან.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მტაცებელი ფრინველები ხორცით იკვებებიან (ნადირობენ მწერებზე, ჩიტებზე, რეპტილიებსა და ძუძუმწოვრებზე). ნანადირევის მირთმევისას მათ ეხმარებათ ბუნებისგან ბოძებული ბასრი ნისკარტი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ნადავლის დანაწევრებაში.
მტაცებელი ფრინველების ყველა წარმომადგენელი საკვების მოპოვების მიზნით ნადირობს, თუმცა სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით, მსხვერპლს ნისკარტით არ იჭერს. ამ დროს მტაცებელი ძლიერ კიდურებსა და ბასრ ბრჭყალებს იყენებს. გამონაკლისს წარმოადგენენ სვავები, რომლებიც მხოლოდ ლეშით იკვებებიან, ამიტომ მათ შედარებით სუსტი კიდურები და ბლაგვი ბრჭყალები აქვთ.
ყველა მტაცებელი ფრინველი (ბუსა და ჭოტის გამოკლებით), აქტიურობს დღისით, იმისდა მიუხედავად,ცოცხალ ნადავლზე ნადირობს იგი, თუ ლეშს ეძებს. ისეთი ჯიშები, როგორიცაა, მაგალითად, ღამის შევარდენი (Falco rufigularis), აქტიურობს შებინდებისას, თუმცა ღამით მაინც არ ნადირობს. ღამის ბუებისაგან განსხვავებით, ასეთ მტაცებელ ფრინველებს დღის ფრინველებს უწოდებენ. ისინი ძალიან გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. ზოგიერთი ჯიში ისეა ადაპტირებული გარემოში, რომ არსებობა შეუძლიათ როგორც მაღალმთიან რეგიონებსა და ჭაობიან ადგილებში, ასევე ტროპიკულ ტყეებსა და ტუნდრებში.