მსოფლიო ექსპოზიცია
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო ექსპოზიცია (ფრანგ. Exposition Universelle Internationale, ან Exposition Mondiale (Expo) ან ინგლ. World’s Fair) — საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოდ და ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების ღია მოედნად ითვლება.
პირველი მსოფლიო ექსპოზიცია ჩატარდა ჰაიდ-პარკში, ლონდონი, პრინცი ალბერტის ინიციატივით. მთავარ ღირშესანიშნაობად ამ გამოფენაზე ითვლებოდა ბროლის სასახლე, რომელიც იოზეფ პაქსტონმა ააგო მინით შემოსილი რკინის კონსტრუქციისგან.