მოწამე სოლეიმანი (ოპერაცია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ოპერაცია მოწამე სოლეიმანი (სპარს. عملیات شهید سلیمانی)[2] — ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ბაღდადში ყუდსის ძალების მეთაურის ყასემ სოლეიმანის მკვლელობის პასუხად განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ერაყის ტერიტორიაზე განლაგებული აშშ-ის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა ირანულმა სააგენტომ Tasnim-მა 2020 წლის 8 იანვარს[3].
აინ-ალ-ასადის დაბომბილი ავიაბაზა | |
---|---|
აინ-ალ-ასადის დაბომბილი ავიაბაზა | |
მდებარეობა | ერაყი ირანი 33°48′ ჩ. გ. 42°26′ ა. გ. |
მეთაური | ჰოსეინ სალამი |
ობიექტი | ავიაბაზა აინ-ალ-ასადი, ერბილის საერთაშორისო აეროპორტი |
მიზანი | აშშ-ის სამხედრო ბაზების დაბომბვა ერაყში |
თარიღი | 8 იანვარი, 2020 |
განახორციელა | სარაკეტო დარტყმა |
დანაკარგები | არა[1] |
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს იერიში მიიტანეს ერაყში აშშ-ის ორ ობიექტზე: ქვეყნის დასავლეთით მდებარე აინ-ალ-ასადის ავიაბაზაზე და ჩრდილოეთით მდებარე ერბილის საერთაშორისო აეროპორტზე[4]. გარდა ამისა გამოცხადებული იყო ირანის შესაძლო თავდასხმა დუბაიზე და ხაიფაზე[5].
შეტევამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკის ძალებმა ახლო აღმოსავლეთში, შესაძლო სარაკეტო თავდასხმის გამო სრულ საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს ანტისარაკეტო კომპლექსი MIM-104 Patriot-ი[6].
ერაყის პრემიერ-მინისტრის, ადილ აბდულ-მაჰდის განცხადებით, ბაღდადისთვის ცნობილი იყო, რომ ირანი „ალ ასადის“ საჰაერო ბაზას დაბომბავდა. ოპერაცია დაიწყო 8 იანვრის 02:00 საათზე[7][8].