მომხმარებელი:Pkhoveli/სავარჯიშო 9
From Wikipedia, the free encyclopedia
ადოლფ ჰიტლერი (გერმ. Adolf Hitler; 20 აპრილი 1889 – 30 აპრილი 1945) — ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაბადებული გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც იყო ნაციონალ-სოციალისტური პარტის ლიდერი. 1933 წლიდან 1945 წლამდე გერმანიის კანცლერი. ჰიტლერს ასევე 1934 წლიდან 1945 წლამდე ეკავა მესამე რაიხის ფიურერის (წინამძღოლი; Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა. სახელმწიფოს სათავეში მისი მოსვლის შემდეგ მან აკრძალა ყველა ოპოზიციურ-პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ნაცისტურ გერმანიაში დიქტატურის დამყარების შემდეგ ადოლფ ჰიტლერი ევროპაში მიმდინარე მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი გახდა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰიტლერი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ადოლფ ჰიტლერი | |
ადოლფ ჰიტლერი, 1937 წელი | |
გერმანიის ფიურერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 აგვისტო 1934 – 30 აპრილი 1945 | |
მოადგილე | რუდოლფ ჰესი (1933–1941) ვაკანტური (1941–1945) |
წინამორბედი | პაულ ფონ ჰინდენბურგი (როგორც პრეზიდენტი) |
მემკვიდრე | კარლ დენიცი (როგორც პრეზიდენტი) |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 იანვარი 1933 – 30 აპრილი 1945 | |
მოადგილე | ფრანც პაპენი (1933–1934) ვაკანტური (1934–1945) |
პრეზიდენტი | პაულ ფონ ჰინდენბურგი (1934 წლამდე) |
წინამორბედი | კურტ ფონ შლაიხერი |
მემკვიდრე | იოზეფ გებელსი |
ნსდაპ-ს ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 ივნისი 1921 – 30 აპრილი 1945 | |
მოადგილე | რუდოლფ ჰესი |
წინამორბედი | ანტონ დრეკსლერი |
მემკვიდრე | მარტინ ბორმანი |
დაბადებული | 20 აპრილი, 1889 ინის ბრაუნაუ, ზემო ავსტრია, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვლილი | 30 აპრილი, 1945(1945-04-30) (56 წ.) ბერლინი, მესამე რაიხი |
მოქალაქეობა | ავსტრია-უნგრეთი გერმანიის იმპერია ვაიმარის რესპუბლიკა მესამე რაიხი |
პოლიტიკური პარტია | გერმანული მუშათა პარტია (1920–1921) ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია (1921–1945) |
მამა | ალოის ჰიტლერი |
დედა | კლარა პიოლცლი |
მეუღლე | ევა ანა პაულა ბრაუნი (29 – 30 აპრილი 1945) |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
რელიგია | იხ. რელიგიური შეხედულებები |
ხელმოწერა |
ადოლფ ჰიტლერი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. 1919 წელს ჰიტლერი ნსდპ-ს წინამორბედ პარტიას გერმანულ მუშათა პარტიას შეუერთდა, 1921 წლიდან კი პარტიის ლიდერი გახდა. 1923 წელს მონაწილეობდა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოწყობილ ლუდის პუტჩში. პუტჩის კრახით დასრულების შემდეგ, ადოლფ ჰიტლერი დააპატიმრეს, სწორედ პატიმრობის დროს დაწერა მისი ავტობიოგრაფიული და პოლიტიკური მანიფესტი ჩემი ბრძოლა (Mein Kampf). 1924 წელს, მისი გამოქვეყნების შემდეგ, ჰიტლერმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ვერსალის საზავო ხელშეკრულების გაპროტესტებით, ასევე ქარიზმატული მჭერმეტყველებით პანგერმანიზმის, ანტისემიტიზმის, ანტიკომუნიზმისა და ნაცისტური პროპაგანდის აგიტაციით, ხელშეწყობითა და სტიმულირებით. ჰიტლერი ხშირად კიცხავდა საერთაშორისო კაპიტალიზმსა და კომუნიზმს, როგორც ებრაული შეთქმულების ნაწილებს.
ჰიტლერის ნაცისტურმა პარტიამ 1932 წლის გერმანიის ფედერალურ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, შესაბამისად ყველაზე მეტი ადგილი სწორედ მათ ერგოთ გერმანიის რაიხსტაგში, რასაც 1933 წელს ადოლფ ჰიტლერის გერმანიის კანცლერად არჩევა მოყვა. 1933 წლის არჩევნებში, მისი კოალიციის გამარჯვების შემდეგ რაიხსტაგმა მიიღო უფლების მინიჭების აქტი, ამ აქტის მიხედვით ვაიმარის რესპუბლიკა უნდა გადაქცეულიყო მესამე რაიხად, ერთპარტიულ დიქტატორულ სახელმწიფოდ, რომელიც ემყარებოდა ნაციონალ-სოციალიზმის ტოტალიტარულ და ავტოკრატიულ იდეოლოგიას. ჰიტლერმა მიზნად დაისახა გერმანიაში ებრაელების „აღმოფხვრა“ და შექმნა ახალი ბრძანება, რომელიც დაუპირისპირა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მიღებულ საერთაშორისო ბრძანებას, რომლითაც ბრიტანეთი და საფრანგეთი დომინანტები ხდებოდნენ. ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ექვსი წლის შედეგი იყო დიდი დეპრესის შემდეგ მზარდი ეკონომიკური აღმასვლა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისათვის დაწესებული შეზღუდვების დენონსაცია (დაძლევა) და იმ ტერიტორიების ანექსია, რომლებიც მილიონობით ეთნიკური გერმანელისთვის სახლს წარმოადგენდა, ამ ქმედებებმა და შედეგმა ჰიტლერსა და მის პარტიას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა.
ჰიტლერს სურდა, რომ ლებენსრომი (საცხოვრებელი ფართი; Lebensraum) გერმანელი ხალხის საკუთრება ყოფილიყო. დღემდე მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზად ითვლება. მან მოახდინა სამხედრო ძალების მასშტაბური გადაიარაღება და 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთში შეიჭრა, რამაც საბოლოოდ საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ გერმანიისათვის ომის გამოცხადება გამოიწვია. 1941 წლის ივნისში ჰიტლერმა საბჭოთა კავშირში შეჭრის ბრძანება გასცა. 1941 წლის ბოლოსთვის გერმანულ ძალებსა და ღერძის სახელმწიფოებს ევროპის უმეტესი ნაწილი და ჩრდილოეთი აფრიკა ოკუპირებული ჰქონდათ. საბჭოთა კავშირის დამარცხების გეგმის კრახით დასრულებისა და აშშ-ის ომში ჩართვის შემდეგ, გერმანული ძალები თავდასხმიდან თავდაცვაზე გადავიდნენ, რამაც მათ ბრძოლებში დამარცხებების სერია მოუტანა. 1945 წლისთვის, ომის უკანასკნელ დღეებში, ბერლინის ბრძოლის დროს ადოლფ ჰიტლერმა მისი დიდი ხნის სიყვარულზე ევა ბრაუნზე იქორწინა. 1945 წლის 30 აპრილს, ქორწილიდან ორი დღის შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, ჰიტლერის ბრძანებით, წითელი არმიის მიერ მათი სხეულების ხელში ჩაგდების თავიდან აცილების მიზნით, ცხედრები დაწვეს.
ჰიტლერის მმართველობითა და რასობრივად მოტივირებული იდეოლოგიით, ნაცისტური რეჟიმი პასუხისმგებელია 5.5 მილიონი ებრაელისა და მილიონობით სხვა მსხვერპლის გენოციდში, ვისაც ის და მისი მიმდევრები არაადამიანებად (Untermenschen) და სოციალურად არასასურველებად თვლიდნენ. ადოლფ ჰიტლერი და მისი რეჟიმი, ასევე პასუხისმგებელია დაახლოებით 19.3 მილიონი უდანაშაულო სამოქალაქო პირისა და სამხედრო ტყვეთა სიკვდილში. გარდა ამისა, 29 მილიონი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიკვდილში, რომლებიც მათ მიერ ევროპაში განხორციელებულ სამხედრო ქმედებებსა და მეორე მსოფლიო ომს შეეწირნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილთა საერთო რიცხვი დღემდე უპრეცედენტოა სამხედრო ისტორიაში.