მომხმარებელი:Lisztomaniac/სავარჯიშო4
From Wikipedia, the free encyclopedia
ფსიქო (ინგლ. Psycho) — ალფრედ ჰიჩკოკის 1960 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც დაფუძნებულია რობერტ ბლოხის 1959 წლის ამავასე სახელწოდების რომანზე. მთავარ როლებს ასრულებენ ენტონი პერკინსი, ჯანეტ ლეი, ვერა მაილზი, ჯონ გავინი და მარტინ ბალსამი. სიუჟეტი მოგვითხრობს ფულის მოპარვის შემდეგ გაქცეული მარიონ კრეინისა (ლეი) და მოტელის მორცხვი მფლობელის ნორმან ბეიტსის (პერკინსი) შეხვედრის ამბავს, და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, თუ როგორ იძიებენ მარიონის გაუჩინარებას კერძო გამომძიებელი (ბალსამი), მარიონის საყვარელი სემ ლუმისი (გავინი) და და ლილა (მაილზი).[8]
ეს სტატია 1960 წლის ფილმის შესახებაა. 1998 წლის რიმეიკისთვის, იხილეთ ფსიქო (1998 წლის ფილმი). გაგრძელებებისთვის, იხილეთ ფსიქო (ფრენჩაიზი) |
„ფსიქო“ | |
---|---|
მაკარიო გომეს კიბუსის მიერ შექმნილი თეატრალური პოსტერი[1] | |
რეჟისორი | ალფრედ ჰიჩკოკი |
პროდიუსერი | ალფრედ ჰიჩკოკი |
სცენარის ავტორი | ჯოზეფ სტეფანო |
ეფუძნება |
„ფსიქო“ — რობერტ ბლოხი |
როლებში |
|
მუსიკა | ბერნარდ ჰერმანი |
ოპერატორი | ჯონ რასელი |
მონტაჟი | ჯორჯ ტომასინი |
სტუდია | Shamley Productions |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures[N 1] |
გამოსვლის თარიღი |
16 ივნისი, 1960 (ნიუ-იორკი)[3] 8 სექტემბერი, 1960 (აშშ)[4] |
ხანგრძლივობა | 109 წუთი |
ქვეყანა | აშშ[5] |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 806 947 დოლარი[6] |
შემოსავალი | 50 მლნ დოლარი[7] |
„ფსიქო“ მიიჩნეოდა, როგორც ჰიჩკოკის გადახვევა თავისი წინა ფილმისგან „ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთიდან“ (ინგლ. North by Northwest), ვინაიდან „ფსიქო“ დაბალი ბიუჯეტით შავ-თეთრ ფორმატში თავისი ტელესერიალის „ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ“ (ინგლ. Alfred Hitchcock Presents) გუნდის დახმარებით გადაიღო. ფილმს თავდაპირველად საკამათოდ მიიჩნევდნენ და მას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა აუდიტორიის ინტერესმა და გამაოგნებელმა შემოსავალმა განაპირობა კრიტიკოსთა აზრთა ცვლილება. „ფსიქო“ წარდგა ოსკარის დაჯილდოების ოთხ ნომინაციაზე, მათ შორის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისა (ლეი) და საუკეთესო რეჟისორის (ჰიჩკოკი) კატეგორიებში.
დღეს „ფსიქო“ ჰიჩკოკის საუკეთესო ფილმად მოიაზრება,[9]