მომხმარებელი:Agentt Smith/სავარჯიშო3
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ის კონსტიტუციის მეჩვიდმეტე (XVII) შესწორება (ინგლ. Seventeenth Amendment to the United States Constitution) — აშშ-ის კონსტიტუციის შესწორება, რომლის მიხედვითაც სენატორების არჩევა პირდაპირი წესით დაწესდა.
შესწორებამ გააუქმა კონსტიტუციის პირველი სტატიის მესამე სექცია და კონსტიტუციის პირველი და მეორე მუხლი, რომელთა მიხედვითაც სენატორებს შტატების საკანონმდებლო ორგანოები ნიშნავდნენ. გარდა ამისა, შეიცვალა სენატში ვაკანტური ადგილების შევსების პროცედურაც: შესწორების მიხედვით, შესაბამისი შტატის საკანონმდებლო ორგანოს უნდა მიეცა გუბერნატორისთვის დროებითი დანივნის უფლება არჩევნების ჩატარებამდე. შესწორების მიღებამდე სენატორების დანიშვნა საჭირო იყო ფედერალურ ხელისუფლებაში შტატების წარმომადგენლობის უზრუნველყოფისთვის და ისეთი საკანონმდებლო ორგანოს შექმნისთვის, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული სახალხო მხარდაჭერაზე და რომელიც მისცემდა თავს უფლებას „დაეკავებინა უფრო ობიექტური ხედვა კონგრესის წინაშე დაყენებულ საკითხებში“. დროთა განმავლობაში, ზოგიერთმა პრობლემამ კონსტიტუციის ზემოთხსენებულ დებულებებთან დაკავშირებით, როგორებიც იყო სენატორების კორუმპირების რისკი, ელექტორალური კრიზისების შესაძლებლობა, არასაკმარისი წარმომადგენლობა ბევრი სენატორის ადგილის ვაკანტურობის შემთხვევაში სენატის ფორმირების პროცედურის რეფორმირების კამპანიის წარმოშობა გამოიწვია.
რეფორმატორები ამ შესწორების საკითხი ჯერ კიდევ 1828, 1829 და 1855 წლებში წამოწიეს, თუმცა, საკითხმა პოპულარობის პიკი 1890-იან და 1900-იან წლებში მოიპოვა. პროგრესივისტები, მაგალითად, უილიამ ჯენინგს ბრაუნი, სენატის ფორმირბის რეფორმირებისთვის გამოდიოდნენ, ხოლო სენატორების დანიშვნის პროცედურის შენარჩუნებას მხარს უჭერდნენ ელიუ რუთი და ჯორჯ ფრისბი ჰორი. 1910 წლისთვის 31 შტატის საკანონმდებლო ორგანომ რეფორმაზე შუამდგომლობა შეიტანა. 1912 წლისთვის სხვადასხვა დონის 239-მა პოლიტიკურმა მხარი დაუჭირა სენატორების პირდაპირი წესით არჩევას, ხოლო 33 შტატში სენატორების პრაიმერი დაინერგა. ძალა, რომელმაც კამპანიამ მოიპოვა და შიშმა, რომ კამპანიას „შეუკავებელი კონვენციის“ შექმნა შეეძლო, განაპირობა სენატორების პირდაპირი წესით არჩევის წინადადების შეტანა კონგრესში. კონგრესმა შესწორება მიიღო და 1912 წლის 13 მაისს შტატებს რატიფიკაციისთვის გადასცა. 1913 წლის 8 აპრილისთვის შტატების სამმა მეოთხედმა შესწორების რატიფიკაცია მოახდინა. სახელმწიფო მდივანმა უილიამ ჯენინგს ბრაუნმა, 1913 წლის 31 მაისს ფორმალურად გამოაცხადა შესწორების მიღებაზე.
მეჩვიდმეტე შესწორების კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სენატორების არჩევის წესის ცვლილებამ წაართვა შტატებს წარმომადგენლობა ფედერალურ ხელისუფლებაში, დაარღვია კონსტიტუციის მეხუთე სტატია (შტატების ხმის უფლების შეუცვლელობაზე), დროთა განმავლობაში გამოიწვია შტატების საკანონმდებლო ორგანოების დაკნინება, ფედერალური ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდა და იქამდე შტატების საკანონმდებლო ორგანოების ხელთ არსებული სახელისუფლებო ვააკუმის სპეციალური ჯგუფებისთვის გადაცემა. გარდა ამისა, იდგა საკითხი ვაკანტურ ადგილზე გუბერნატორის დროებითი დანიშვნის უფლებაზე: როგორც ამ მუხლის ახსნა განმარტებაზე, ისევე მისი არსებობის შესახებ. მნიშვნელოვანმა საზოგადო მოღვაწეებმა და პოლიტიკოსებმა ამ შესწორების შეცვლის, ან კიდევ, გაუქმების სურვილი გამოთქვეს.