მომხმარებელი:995D/ნავთობი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნავთობი, ასევე ნედლი ნავთობი, არის ბუნებრივად წარმოქმნილი მოყვითალო და მოშავო თხევადი ნარევი ძირითადად ნახშირწყალბადებისგან. იგი გეოლოგიურ ფორმაციებში გვხვდება.[1] სახელწოდება ნავთობი მოიცავს როგორც ბუნებრივად არსებულ დაუმუშავებელ ნედლ ნავთობს, ასევე ნავთობპროდუქტებს, რომლებიც შედგება გადამუშავებული ნედლი ნავთობისგან. წიაღისეული საწვავი, ნავთობი, წარმოიქმნება როდესაც დიდი რაოდენობით მკვდარი ორგანიზმი, ძირითადად ზოოპლანქტონი და წყალმცენარეები, დანალექი ქანების ქვეშაა ჩამარხული და ხანგრძლივი სითბოსა და წნევისგან ფორმე ეცვლება.
ნავთობი, ძირითადად, ბურღვის შედეგად მოიპოვება. ბურღვა იწყება სტრუქტურული გეოლოგიის, დანალექი აუზის ანალიზისა და წყალსაცავის მონაცემთა შესწავლის შემდეგ.
მოპოვების შემდეგ, ნავთობი, ყველაზე მარტივად გამოხდით, გადამუშავდება და გამოიყოფა უამრავ პროდუქტად პირდაპირი გამოყენების ან წარმოებაში გამოსაყენებლად. პროდუქტები მოიცავს საწვავს, როგორიცაა ბენზინი, დიზელი, ნავთი და თვითმფრინავის საწვავი ; ასფალტი და საპოხი/საზეთი მასალები ; ქიმიური რეაგენტები, რომლებიც გამოიყენება შემდეგი ნივთიერებათა და პროდუქტთა დასამზადებლად ; პლასტმასა, გამხსნელი, ქსოვილები, მაცივრები, საღებავი, ხელოვნური რეზინი, სასუქები, პესტიციდები, წამლები და ათასობით სხვა. ნავთობი გამოიყენება თანამედროვე ცხოვრებისთვის ბევრი აუცილებელი მასალის წარმოებაში, [2] და დადგენილია, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად იხმარება დაახლოებით 100 მილიონი ბარელი (16 მილიონი კუბური მეტრი). ნავთობის წარმოება შეიძლება იყოს უკიდურესად მომგებიანი და გადამწყვეტიც კი იყო გლობალური ეკონომიკური განვითარებისთვის XX საუკუნეში, როდესაც ზოგიერთმა ქვეყანამ მოიპოვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საერთაშორისო ძალა ნავთობის მოპოვების კონტროლის მეშვეობით.
ნავთობპროდუქტები აზიანებს გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობას. ნავთობის მოპოვება, გადამუშავება და წვა გამოყოფს დიდი რაოდენობით სათბურის აირს, ამიტომაც ნავთობი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სხვა უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე მოიცავს ნავთობის დაღვრას, ისევე როგორც ჰაერისა და წყლის დაბინძურებას, რომელთაგანაც ზოგიერთს პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგები აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე, ნავთობი კონფლიქტის მიზეზიც იყო, რომლის გამოც ომები და კონფლიქტები დაწყებულა. ნავთობის წარმოება, სავარაუდოდ, უკიდურეს წერტილს მიაღწევს 2035 წლამდე, რადგან მსოფლიო ეკონომიკა, ნაცვლად იმისა, რომ დამოკიდებული დარჩეს ნავთობზე, ისწრაფვის კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ, განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ელექტრიფიკაციისკენ. [3]