მოლეკულური გასტრონომია
From Wikipedia, the free encyclopedia
მოლეკულური გასტრონომია — მეცნიერების დარგი კვების შესახებ. ის ცდილობს შეისწავლოს ინგრედიენტების ფიზიკური და ქიმიური გარდაქმნები, რომლებიც ხდება საკვების მომზადების დროს. მისი პროგრამა მოიცავს სამ მიმართულებას, რადგან სამზარეულოს სამი კომპონენტი აქვს: სოციალური, მხატვრული და ტექნიკური.[4] მოლეკულური სამზარეულო არის სამზარეულოს თანამედროვე სტილი, რომელიც იყენებს მრავალ ტექნიკურ სიახლეს სამეცნიერო დარგებიდან.
ტერმინი "მოლეკულური და ფიზიკური გასტრონომია" შემოიტანეს 1988 წელს ოქსფორდის ფიზიკოსმა ნიკოლას კურტმა და საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ქიმიკოსმა ჰერვე ტისმა.[5]. თუმცა ზოგიერთი მზარეული თავს არიდებს ამ ტერმინის გამოყენებას. [6]