მი-სონი
From Wikipedia, the free encyclopedia
მი-სონი — ტაძრების კომპლექსი, რომელიც ეკუთვნის ყოფილ ჩამპას სახელმწიფოს. ამჟამად მდებარეობს ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში. ტაძრები ამ დროისთვის ნახევრად დანგრეულია. თავის დროზე, ისინი ღმერთ შივას სადიდებლად ააგეს. 1999 წელს, ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.
მი-სონი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ვიეტნამი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 15°46′00″ ჩ. გ. 108°07′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
ნომერი | 949 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მი-სონი იუნესკოს სხვა ძეგლის, ქალაქ ჰოი-ანიდან 50 კმ-ით სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს.
ჩვ.წ. IV-XII საუკუნეებში, მი-სონი ჩამპას იმპერიის დედაქალაქი იყო. ჩამპას კულტურა ინდური კულტურის დიდ გავლენას განიცდიდა.
2002 წელს, კომპლექსის ტერიტორიაზე გათხრები დაიწყო, რომელიც იუნესკომ 70,000 $-ით დააფინანსა.
ყველაზე მაღალი, 24 მეტრიანი კოშკზე ამოკვეთილი ყოფილა ლომებისა და სპილოების გამოსახულებები. იგი 1969 წელს, ვიეტნამის ომის მიმდინარეობისას, დაბომბვებისას დაინგრა. საბოლოო ჯამში, დაბომბვების შედეგად, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში აღრიცხული კომპლექსის 70 ტაძრიდან 50 მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა.