მიჩიკო (იმპერატორის მეუღლე)
From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორის მეუღლე მიჩიკო (იაპონ. 皇后美智子; დ. 20 ოქტომბერი, 1934) — იაპონიის იმპერატორის, აკიჰიტოს მეუღლე 1989 წლის 7 იანვრიდან მოყოლებული. ის გახდა მისი დედამთილის და იმპერატორ ჰიროჰიტოს მეუღლის, კიოძუნის მემკვიდრე.
სწრაფი ფაქტები მიჩიკო, იაპონიის იმპერატორის მეუღლე ...
მიჩიკო | |
---|---|
美智子 | |
იმპერატორის მეუღლე 2014 წელს | |
იაპონიის იმპერატორის მეუღლე | |
კორონაცია: | 12 ნოემბერი, 1990 |
მმართ. დასაწყისი: | 7 იანვარი, 1989 |
მმართ. დასასრული: | 30 აპრილი, 2019 |
წინამორბედი: | კიოძუნი |
მემკვიდრე: | მასაკო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 ოქტომბერი, 1934 (1934-10-20) (89 წლის) |
დაბ. ადგილი: | ტოკიო, იაპონია |
მეუღლე: | იმპერატორი აკიჰიტო |
შვილები: |
ნარუჰიტო, იაპონიის იმპერატორი ფუმიჰიტო, აკიშინოს პრინცი საიაკო, ნორის პრინცესა |
მამა: | ჰიდესაბურო შიოდა |
დედა: | ფუმიკო სოეძიმა |
რელიგია: |
რომის კათოლიკური ეკლესია (წინა რელიგია) შინტოიზმი |
დახურვა
მიჩიკო დაქორწინდა კრონპრინც აკიჰიტოზე და გახდა იაპონიის კრონპრინცესა იმპერატორ სიოვას გარდაცვალებამდე. საიმპერატორო ოჯახში პირველი იყო, რომელიც არ იყო წარჩინებული წარმოშობის. მას იმპერატორთან შეეძინა სამი შვილი, მათ შორის ტახტის ამჟამინდელი მემკვიდრე კრონპრინცი ნარუჰიტო. როგორც კრონპრინცესა და როგორც იმპერატორის მეუღლე, ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ხილვადი იმპერატორის მეუღლე იაპონიის ისტორიაში.