მირანდული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
მირანდული ენა (მირანდულად: lhéngua mirandesa; პორტ. língua mirandesa) — რომანული ენა ასტურ-ლეონური ლინგვისტური ჯგუფიდან, რომელიც იშვიათად გამოიყენება პორტუგალიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ძირითადად მირანდა-დუ-დორუს მოგადურუს და ვიმიოსუს მუნიციპალიტეტებში. პორტუგალიის პარლამენტმა 1998 წელს მას თანაოფიციალური ენის სტატუსი მიანიჭა.
სწრაფი ფაქტები
მირანდული ენა mirandés | |
გავრცელებულია | პორტუგალია |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 10 000 - 15 000 |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-1: არ აქვს ISO 639-2: mwl ISO/FDIS 639-3: mwl |
დახურვა
მირანდიულ ენას აქვს განსხვავებული ფონეტიკა, მორფოლოგია და სინტაქსი. მისი შექმნა XII საუკუნეში პორტუგალიის ჩამოყალიბებასთან ერთად იწყება. მისი ფესვები მოდის ლათინური ენიდან. ის არის ანტიკური ასტურ-ლეონური ჯგუფის (რომელიც გამოიყენებოდა ლეონის სამეფოში) გადმონაშთი.