მინჩო
From Wikipedia, the free encyclopedia
მინჩო (იტალ. Mincio) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში. მდინარე პოს მარცხენა შენაკადი. სიგრძე 75 კმ, აუზის ფართობი 2.859 კმ². მინჩოს სათავეა მდინარე სარკა, რომელიც გარდის ტბას ერთვის. აქედან გამომავალი მდინარე მინჩოს სახელითაა ცნობილი. მიედინება პადანის დაბლობზე. ორივე მდინარის სიგრძე (ტბასთან ერთად) შეადგენს 194 კილომეტრს.
სწრაფი ფაქტები მინჩო, ქვეყანა ...
მინჩო | |
---|---|
ქვეყანა | იტალია |
სათავე |
გარდა 45°26′20″ ჩ. გ. 10°41′52″ ა. გ. |
სიგრძე | 75 კმ |
აუზის ფართობი | 2 859 კმ² |
მინჩო ვიკისაწყობში |
დახურვა
589 წლამდე მდინარე მინჩო ქალაქ ადრიის სიახლოვეს ჩაედინებოდა ადრიატიკის ზღვაში. 589 წელს მდინარე ადიჯეზე მომხდარი ძლიერი წყალდიდობის გამო შეიცვალა ადგილობრივი ლანდშაფტი და მინჩოს კალაპოტი სამხრეთისაკენ წაიწია, სადაც მდინარე პოს შეურთდა.