მთვარუკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მთვარუკა — განსაკუთრებით პატარა ბუნებრივი თანამგზავრის აღმნიშვნელი არაფორმალური ტერმინი. ასტრონომიულ ლიტერატურაში ის გამოიყენება სულ ცოტა ორ სიტუაციაში:
- ობიექტების სარტყელი, რომელიც ჩასმულია პლანეტურ რგოლებში, როგორც სატურნის A რგოლი ან S/2009 S 1 მისივე B რგოლში („პროპელერი“ მთვარუკები)[1][2] ან F რგოლში.[3]
- იშვიათად მოიხსენიებენ ასტეროიდის მთვარეებს, როგორიცაა 87 სილვიას მთვარეები.[4]