მეხიკოს აგლომერაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
მეხიკოს აგლომერაცია (ასევე დიდი მეხიკო) — აგლომერაცია მეხიკოს გარშემო. მოიცავს 16 ადმინისტრაციულ რაიონს და 41 მუნიციპალიტეტს. მეხიკოს აგლომერაცია 2009 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი, ხოლო მსოფლიოში სიდიდით მესამეა. აგლომერაციის მთლიანი მოსახლეობა 21 163 226 ადამიანს შეადგენს.