მეცნიერების მუზეუმი (ლონდონი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მეცნიერების მუზეუმი - მსხვილი სამეცნიერო მუზეუმი ლონდონში. მდებარეობს სამხრეთ კენსინგტონში, გამოფენების ქუჩაზე, ორ სხვა მსხვილ მუზეუმთან ერთად - ბუნებისმეტყველების და ვიქტორიასა და ალბერტის. დაარსდა 1857 წელს, დამოუკიდებელი მუზეუმის სტატუსი 1909 წელს მიენიჭა. მუზეუმს წლიურად დაახლოებით 3 მილიონი სტუმარი ჰყავს, რაც მას სტუმრების წლიური რაოდენობით ბრიტანეთში მეშვიდედ ხდის.[1]
მეცნიერების მუზეუმი | |
---|---|
მუზეუმის შესასვლელი | |
51°29′51″ ჩ. გ. 0°10′29″ დ. გ. | |
დაარსდა | 1857 წ. |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
მდებარეობა | South Kensington |
ვიზიტორები | დაახ. 3 მილიონი (წლიურად) |
ოფიციალური საიტი | https://www.sciencemuseum.org.uk/ |
მუზეუმის კოლექცია მოიცავს მეცნიერების სხვადასხვა სფეეოს - მედიცინას, კოსმონავტიკას, ენერგეტიკას და ა.შ. მუზეუმში მოქმედებს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც 1960-იან წლებამდე ბრიტანეთის ეროვნულ სამეცნიერო, სამედიცინო და ტექნოლოგიურ არქივად ითვლებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიბლიოთეკა იმპერიული კოლეჯის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ერთად მუშაობდა და კოლექცია ორად დაყოფილი იყო. დაყოფა მოქმედებდა 2014 წლამდე.