მეროვეუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
მეროვეუსი, მეროვინგი (ლათ. Meroveus ან Merovius, ფრანგ. Mérovée, გერმ. Merowech; დ. 411 — გ. 458) — სალიკელ ფრანკთა ნახევრადლეგენდარული მეფე და მეროვინგების დინასტიის დამაარსებელი. იგი, სავარაუდოდ, V საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. სახელი უნდა წარმოდგებოდეს იმ დროს გავრცელებული ძველგერმანული სახელისგან „მაროვიჰი“, რომელიც პირდაპირი თარგმანით „სახელოვან ბრძოლას“ ნიშნავს. სწორედ მის პატივსაცემად იწოდება ფრანკთა პირველი სამეფო დინასტია მეროვინგების დინასტიად.