მარსელ მარსო
From Wikipedia, the free encyclopedia
მარსელ მარსო (ფრანგ. Marcel Marceau; ნამდვ. სახელი — მარსელ მანჟელი; დ. 22 მარტი, 1923, სტრასბურგი — გ. 22 ოქტომბერი, 2007, პარიზი) — ფრანგი მსახიობი-მიმი, პარიზის მიმების სკოლის დამაარსებელი. ამ ჟანრის ყველაზე განთქმული წარმომადგენელი მსოფლიოში. მას მიაკუთვნებენ მიმის ხელოვნების აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.